შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შამბა: ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

პოლიტიკა
 03 მარტი 2019

ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერმინისტრი სერგეი შამბა ამბობს. ინფორმაციას Tass ავრცელებს. 

 

"ტრადიციულად, აფხაზეთს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულში ბევრი ტურისტი ჩამოდის ბელარუსიდან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან მოხდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ამ მომენტს დაველოდებით" , - ამბობს შამბა. 

მისივე თქმით, მას ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსი ესმის, რომელმაც თქვა, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობა შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო არ აღიარა".

 

წყარო : TABULA.GE

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია