შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი შენგელია: მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 23 მარტი 2019
ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მას მერობის კანდიდატად განიხილავს.

„არ ვიცი, ჩემი კანდიდატურის გარდა განიხილება კიდევ თუ არა სხვები, მაგრამ თუ ჩემზე შეჩერდება არჩევანი, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს“, - უთხრა „ლაივპრესს“ გიორგი შენგელიამ.

მერის რიგგარეშე არჩევნებში 22 მარტს, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიამ“ სანდრა რულოვსი დაასახელა.

ზუგდიდის მერობის სურვილი უკვე გამოთქვა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ. ასევე, მერობა სურს განათლებით იურისტ მალხაზ ქუჩულორიას, რომლის დასახელებასაც მისი განმარტებით, საინიციატივო ჯგუფი გეგმავს.

მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე-მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.

მერის რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 19 მაისს გაიმართოს. აცხადებს ცესკო.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია