შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1921 წელს, ოკუპირებული საქართველოდან დევნილ აფხაზ არისტოკრატებზე წიგნი დაიწერა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 24 მარტი 2019
მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მეორე, როგორც თვითონ უწოდებს, შევსებული გამოცემის პრეზენტაცია ჩაატარა.

„წიგნში არის ისტორიები საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლებ ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ. სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მათ შვეიცარიაში გაატარეს. ზურაბ ჩხოტუამ უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული რედაქციის დაარსებაში“, - ამბობს მწერალი.

ის ორი წლის განმავლობაში ეძებდა ზურაბ ჩხოტუას საფლავს, გასულ წელს კი მას შვეიცარიაში, ლოზანაში მიაკვლია.

„რაც შეეხება ნიკოლოზ ჩხოტუას, მას სიკვდილის წინ, ოჯ¬ახ¬ისთვის ანდერძად დაუბარებია – სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო და ისევე როგრც შოპენის, მისი გულიც, ანდერძის თანახმად დაწვეს მისი გული, და ვერის სასაფლაოზე, დედისა და დის გვერდით, ქართულ მიწას მიაბარეს“, - ამბობს ნატო მარშანია.

წიგნში ისტორიიულ წყაროებზე დაყრდნობით, ჩხოტუების გარდა გადმოცემულია პეტრე მარღანია, ვერონიკა ჰარისი- ემუხვარის და რუსეთისაგან 1921 წელს ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიები. 

წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პირველი გამოცემის პრეზენტაცია ნატო მარშანიამ სტამბოლში, გასულ წელს ჩაატარა.

მწერალი აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის დის შვილიშვილია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია