შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდელი კარატისტები საერთაშორისო ტურნირიდან 11 მედლით დაბრუნდნენ [ფოტო]

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 25 მარტი 2019
„ოუფენ თბილისზე“ ზუგდიდელმა კარატისტებმა ჯამში ცხრა მედალი მოიპოვეს. მათგან ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი კი ბრინჯაოს სინჯის.

კერძოდ, ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ -12-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში უტა ფონიავა, საბა მანია 14-15 წლიანებს შორის. ასევე, 8-9 წლიანებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ილია გაბრავამ, ნიკოლოზ კონჯარიამ 10-11 წლიანებს შორის. ოქროს მედლის მფლობელი გახდა 8-9 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა შორის სალომე ქაქუტიაც.

შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 10-11 წლიანებს შორის ალეკო ფიფიამ.

ამაზე ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვეს ლუკა ფონიავამ, ილია ქანთარიამ და საბა ქაქუთიამ. ასევე ლუკა ანთიამ და ნიკოლოზ კონჯარიამ. კონჯარიამ შეჯიბრში მონაწილეობა ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო. 

სპორტსმენებს გელა ანთია და ცეზარ ჯანჯღავა წვრთნიან.

„ოუფენ თბილისზე“ სულ 11 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია