შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„სვანეთი ჰიდრომ“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მოიპოვა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 27 მარტი 2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ „სვანეთი ჰიდროს “ სახელზე გაცემული ლიცენზია შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესი 2-ით“ ელექტროენერგიის წარმოებას.

„ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. იგი შედგება 3 აგრეგატისგან, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 10-10 მგვტ-ია. მესტიაჭალა ჰესი 2-ის“ საპროექტო წლიური გამომუშავება 106.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს“, - აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში, მათ შორის „მესტაჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს. აქციის მონაწილეები ჰესის კონსერვაციის მომხრე იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ის გარემოსთვის საზიანოა. მოგვიანებით ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ „მესტიაჭალა ჰესთან“ მიმართებაში აქციის მონაწილეების აზრი ორად გაიყო.

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობამ“, რომელიც ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების აქტიური მონაწილე იყო, შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ დათანხმდნენ მესტია ჭალა-1-ის“ და „მესტია ჭალა-2-ის“ მშენებლობის განახლებას შემდეგი მიზეზის გამო: მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას.

ფოტო: მესტიაჭალა ჰესი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია