შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იგეგმება

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/3987 
 07 მაისი 2019

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.ფოთის მუნიციპალიტეტის მერია პარკში მასშტაბურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს. პროექტის ფარგლებში გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და სათამაშო (საბავშვო) მოედნები, გაზონი, საპარკო სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორაციული განათების ბოძები.

ტერიტორია დეკორაციული და მწვანე ნარგავებით შეივსება, მოეწყობა სეზონური, მცირე დროებითი არქიტექტურული ნაგებობებისათვის ადგილები;

ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობაც იგეგმება. მოეწყობა ღია სასცენო ნაგებობა და ატრაქციონები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები