შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთის მერი: „ახალი პორტის მშენებლობაზე ინფორმაცია „ეიპიემ ტერმინალზე“ დაყრდნობით გავავრცელეთ“

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4003 
 30 მაისი 2019
22424643_1463369407050463_1401763870355088280_o

«ფოთის მერიამ სიახლე — ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, „ეიპიემ ტერმინალის“ ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა,- განუცხადა msnews.ge-ის ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

„ინფორმაცია ფოთის პორტისგან მივიღეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო პოზიტიური ინფორმაცია და გავავრცელეთ… ინფორმაცია, რომ მშენებელობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება გაუქმებულია, ჯერ არ გვაქვს, გავერკვევით სიტუაციაში“, — განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ, დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
პოლიტიკა