შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში 50 მილიონიანი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4058 
 02 ოქტომბერი 2019

ამის შესახებ ფოთში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადეს, აღნიშნული ინვესტიცია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი ხორციელდება „ ოპიკის“ დაფინანსებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, OPIC -ის მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა, PACE TERMINALI-ის დირექტორმა დავით ნადირაშვილმა და PRIME CONCRETE-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ სიმბოლური კაფსულა ჩადე „ პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე.

საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტად შეაფასა მდგრადი განვითრების მინისტრმა დაგეგმილი პროექტი, „ საქართველოსთვის და მთლიანად სატრანსპორტო დერეფნისთვის. ეს არის შესაძლებლობა 5 მილიონ ტონამდე ნაყარი ტვირთები გადამუშავდეს დამატებით ფოთში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროექტს ახორციელებს ქართული კომპანია „პეის ტერმინალსი“, რომელიც 90-იანი წლებიდან საქმიანობს საქართველოში და დიდი გამოცდილება აქვს სატრანსპორტო გადაზიდვებში, მაგრამ კიდე უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ნახევარს, ამ 120 მილიონიან პროექტიდან აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების კერძო ინვესტიციების კორპორაცია „ორბიტი“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის“_ განაცხადა მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საზეიმო ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რომელიც თვლის რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო ფოთისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის. ის ასევე ხაზს უსვამს დასაქმების პრიორიტეტს, სადაც ამ პროექტის ფარგლებში 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„ არსებული ტვირთბრუნვა მატულობს, ამდენად საჭიროა მთლიანი სანაპირო ზოლი, რომელიც სამეგრელოს გააჩნია დაიტვიროს. შესაბამისად, როგორც ფოთის ნავმისადგომის მშენებლობა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნისთვის. აღსანიშნავია, რომ ინვესტორები ფოთში ახალი პროექტით 500-მდე სამუშაო ადგილს ქმნიან” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას 2019 წლის მაისში მოეწერა ხელი. რის თანახმად, საზღვაო აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად ნავსადგური 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას შესძლებს, რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდას უზრუნველყოფს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები