შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში საზღვაო სწავლება 140 წლის შემდეგ ისევ განახლდება

კულტურა
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/culture/3969 
 05 მაისი 2019
5cceb58754a11

დღეს ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს.

„საქართველოში საზღვაო განათლებას 140 წლის წინ, სწორედ ფოთში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ორი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური სწორედ სამეგრელოს ტერიტორიაზეა განლაგებული: ფოთი და ანაკლია. ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია იმისათვის, რომ ახლო მომავალში არ შეიქმნას მუშა-ხელის დეფიციტი და შევძლოთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც საზღვაო ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღებთ,» — განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი კურსები. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კი განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.

მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მტკიცებით, ჰიდროტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია უმოკლეს ვადაში დაიწყება.

,,ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა წლების განმავლობაში იყო საგანმანათლებლო კერა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ახლა სავალალო მდგომარეობაშია.საბჭოთა პერიოდში იქ იყო სასწავლებელი, სადაც 1500-მდე მოსწავლე სწავლობდა.

დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომ მოხდეს ამ შენობის რეაბილიტაცია და მოეწყოს იქ პროფესიული საზღვაო სასწავლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის,“- აღნიშნა მოწერელიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები