შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4042 
 18 აგვისტო 2019
69302261_2348957702010757_8525069058138177536_o

„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მსმენელმა ორ განყოფილებიან მუსიკალურ საღამოზე მამაშვილის ცნობილი სიმღერები მოსმინა.

ვახტანგ კახიძესთან ერთად სცენაზე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი„ და ვოკალისტები — ნატო კახიძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სეფისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი წარდგნენ.

მთელი კონცერტი დავით გერსამიას მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ვიდეოკოლაჟების ფონზე მიმდინარეობდა. ორგანყოფილებიანი საღამო ჟანრობრივად მრავალფეროვანი გახლდათ. საღამოზე მსმენელმა კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ 30-მდე დაუვიწყარი მუსიკალური კომპოზიცია მოისმინა.

კონცერტის პირველ განყოფილებაში მსმენელს შესაძლებლობა მიეცა კიდევ ერთხელ მოესმინა ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერებისთვის. ხოლო კონცერტის მეორე განყოფილებაში აჟღერდა კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის, ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

„ალბათ ჩვენი გუნდის მოღვაწეობის ისტორიაში ყველაზე საამაყო დღეა დღეს, ძალიან წარმატებით ჩაიარა კახიძეების საღამომ. ერთია, როცა ჩამოგყავს უცხოელი არტისტი და ყიდი ბილეთებს და მეორეა, როცა ქართველი მუსიკოსებისთვის მოდის ამდენი ხალხი და კეთდება ასეთი მაღალი დონის კონცერტი. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ვთვლით, რომ ერთერთი საუკეთესო ქართული კონცერტი გახლდათ ბლექსი არენაზე“- აღნიშნა „ბლექსი არენას„ დირექტორმა ტატო ხარჩილავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

ფოთში ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს

პოლიტიკა