შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი ნახშირისა და მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5176 
 28 მაისი 2019

ტყიბულში ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე გუშინ ჩამოშლილი ქვანახშირის და მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს,

გარდაცვლილი 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანია. დაღუპულის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში გადაასვენეს.

სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე და დილით მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება