შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეფუტკრე, რომელსაც 100 სკა გაუნადგურდა დახმარებას ითხოვს

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5189 
 30 მაისი 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში მცხოვრები მეფუტკრე გიორგი კირკიტაძე რომელსაც 100 ოჯახი ფუტკრის სკა გაუნადგურდა დახმარებას ითხოვს.

მეფუტკრემ „ოკრიბანიუს“ განუცხადა რომ,მისი ფუტკრის დახოცვა იმ უბანში, სადაც სკები იყო განთავსებული, ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარის გაშვებამ გამოიწვია, რაშიც შესაბამის სამსახურს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი თქმით, შეწამვლის დაწყებამდე მისი ოჯახი არ გააფრთხილეს, რის გამოც დაახლოვებით 50 ათას ლარამდე ზარალი მიადგა.

კირკიტაძე ზარალის ანაზღაურებას და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა