შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უბედური შემთხვევა ლანჩხუთში - დაღუპულია 53 წლის მამაკაცი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39500 
 02 ივლისი 2019

უბედური შემთხვევა ლანჩხუთში - დაღუპულია 53 წლის მამაკაცი.ინფორმაციას  ,,გურია თუდეი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  ჩინურ კომპანია ,,სინოჰიდროში" მომუშავე სოფელ ჩიბათის მკვიდრი, 53 წლის გ.ზ. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია სოფელ ნიგოითში ავტობანის მიმდინარე მშენებლობასთან მოხდა.  ტრაქტორის მიერ იქვე ხელოვნური ორმო ყოფილა გაკეთებული, სადაც ბანაობის მიზნით მამაკაცი გადახტა. სამწუხაროდ, 53 წლის გ.ზ. ადგილზე დაიღუპა.  "როგორც მე ვიცი, ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ. წყალში გადახტა და გული გაუსკდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ამ ოჯახში. წლების წინ გარდაცვლილის ძმაც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 21 წლის ბიჭი ავარიით დაიღუპა" - განაცხადა ჩიბათის თემის მაჟორიტარმა, გიორგი ჩახვაძემ.

წყარო: "გურია თუდეი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია