შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი ზურაბ ძნელაძე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39458 
 01 ივლისი 2019

სამწუხარო ინფორმაცია - დიდი დანაკლისი!

82 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი, ჩაის მრეწველობის დამსახურებული სპეციალისტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ძნელაძე.

მნიშვნელოვანია ზურაბ ძნელაძის წვლილი საქართველოს ჩაის ინდუსტრიის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია პრობლემა - „ჩაის თხევადი კონცენტრატების და და გამამხნევებელი სასმელების ტექნოლოგიის კვლევა, შემუშავება და სამრეწველო ათვისება“, რომელის შედეგების მიხედვით ზურაბ ძნელაძეს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს მთავრობის 1982 წლის 23 თებერვლის #123 დადგენილებით, სახელმწიფო პრემია მიენიჭა მეცნიერების და ტექნიკის დარგში. ზურაბ ძნელაძე იყო 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 3 მონოგრაფიის და 70-მდე გამოგონების და პატენტის ავტორი. მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევების შედეგებს მან თავი მოუყრა და განაზოგადა მონოგრაფიაში - „ჩაის ახალი პროდუქტების ბიოქიმია-ტექნოლოგია“, რომელიც 2009 წელს გამოიცა. ძნელია ზურაბ ძნელაძეზე წარსულში ისაუბრო, იგი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ სამუშაოებს. უკანასკნელ წლებში მისი კვლევის ობიექტს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და მაგარი ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენდა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მრავალმა ასპირანტმა და დოქტორანტმა დაიცვა საკვალიფიკაციო ნაშრომი. წლების განმავლობაში იგი იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს აქტიური წევრი. წავიდა ჩვენგან და ზეციურ საქართველოს შეუერთდა თავის საქმეზე, ოჯახსა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მშვიდობით მეგობარო!

დაკრძალვა - ოზურგეთში, ხუთშაბათს, 4 ივნისს. გამოსვენება - 15 საათზე კვირიკეთის ეკლესიიდან (ოზურგეთი, სოფ. კვირიკეთი).

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია