შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულში მინიფეხბურთის ტურნირი იწყება

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5293 
 09 ივლისი 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მინიფეხბურთში 2019 წლის პირველობაზე ტურნირი იწყება.

განცხადებას აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, იწყებს მინი ფეხბურთის ტურნირს 2019 წლის პირველობაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 17 წლის ასაკიდან, გარდა მოქმედი ფეხბურთელებისა.

ტურნირში მონაწილეობის მსურველმა გუნდმა, 20 ივლისამდე განაცხადი უნდა წარმოადგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში.

განაცხადში ნებადართულია არაუმეტეს ათი ფეხბურთელის, ერთი წარმომადგენლის და ერთი პასუხისმგებელი პირის შეყვანა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მოთამაშეთა პირადობის მოწმობის ასლები და ტელეფონის ნომრები.

თამაშები სოფელ საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართება.

კენჭისყრა მ/წ 23 ივლისს 12:00 საათზე მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ჩატარდება, სადაც მონაწილე გუნდების წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა. ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება