შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი სწრაფად გაუარესდა, ნეგატიურია მომდევნო 6 თვის პროგნოზიც - PMC კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40592 
 15 აგვისტო 2019

წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი სწრაფად გაუარესდა - ამის შესახებ საუბარია PMC-ის და IFO-ს მიერ მომზადებულ კვლევაში. IFO ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია და კვლევაში მათთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი ეკონომისტები.

კვლევის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ნეგატიურად არის შეფასებული. ამასთან, შეფასება გაუარესებულია, როგორც წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ნეგატიურად არის შეფასებული მომდევნო 6 თვის პროგნოზიც. კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ინფლაციის დონის მატება. კერძოდ, პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ინფლაციის პროგნოზი 4.6%-ია, ხოლო 2024 წლისთვის კი 4.1%.

კვლევის მიხედვით, მომდევნო 6 თვეში მოსალოდნელია, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის შემცირებაც. თუმცა, იმპორტი უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ექსპორტი, რაც სავაჭრო ბალანსზე დადებიტად აისახება.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას კვლევაში აღნიშნულია, რომ დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, როგორც დოლართან, ასევე ბრიტანულ ფუნტთან, ევროსთან და იენთან.

კვლევის ფარგლებში ერთ-ერთი კითხვა საბანკო სექტორსაც ეხებოდა. კერძოდ, რამდენად შეზღუდულია კომპანიებზე ბანკების მხრიდან კრედიტების გაცემა სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის საბანკო რეგულაციებით; კითხვაზე რესპონდენტების 77%-მა განაცხადა, რომ სესხის გაცემა ზომიერად ან მკაცრად შეზღუდულია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა