შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუხურაში საჯარო სკოლის მშენებლობა განახლდება

საზოგადოება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5451 
 20 ოქტომბერი 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში საჯარო სკოლის მშენებლობა განახლდება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190020001) სკოლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, ღირებულებით 1`089`180.00 ლარი.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით – 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სპეც კაბინეტი, ექიმის კაბინეტი და სასადილო.
სკოლის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ცალკე მდგომი სპორტული დარბაზი და ერთ სივრცეში მოწყობილი ფეხბურთის ბუნებრივსაფარიანი ორი სპორტული მოედანი.

ასევე გამწვანდება სკოლის ტერიტორია, მოეწყობა სათამაშო მოედანი, რომელზეც განთავსდება ხის ზედაპირიანი სკამები. სამშენებლო პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლის გამოყენებაც დაშვებულია სკოლებისა და საბავშვო დაწესებულებების მშნებლობა/რეაბილიტაციის პროცესში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
განათლება