შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ლელოს“ აქტივისტი დღესვე, სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.შსს–ში აცხადებენ, რომ რობაქიძეს ბრალი 48 საათში წარედგინება.ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.რობაქიძე სამართალდამცავებმა იმავე დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია