შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.02.2020 სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2019 წელს არარეზიდენტი მოგზაურების 9,4 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით 7,8 %-ით მეტია. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს რუსეთის ფედერაციიდან 1,2 მილიონი სტუმარი ეწვია, რაც მთლიანი ვიზიტორების 20,1 პროცენტია. ვიზიტების რაოდენობით კი აზერბაიჯანი ლიდერობს (1,5 მლნ ვიზიტი). ასევე 2018 წელთან შედარებით გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების, მათ შორის ტურისტების რაოდენობაც. „საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“ - ვკითხულობთ პუბლიკაციაში. საქსტატის ცნობით 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 8.5 მილიარდი ლარი შეადგინა, 2018 თან შედარებით 7,5 %-ითაა მეტი. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია