შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოცნებები სრულდება - ახალციხელი დიზაინერის წარმატება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
ოცნებები სრულდება - ახალციხელი დიზაინერის წარმატება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.02.2020 ახალციხელმა დიზაინერმა, ვერიკო ზუბაშვილმა თბილისში ატელიე და მოდის სახლი “VERIKO” გახსნა. მის მიერ შექმნილი ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის და აქსესუარების შეძენა ყველა მსურველს შეუძლია. ვერიკო ზუბაშვილი ახალციხეში დაიბადა. ამბობს, რომ მოდისა და დიზაინის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა.„ძალიან მიყვარდა ყაისნაღით ქსოვა, თოჯინებს ვუქსოვდი ქუდებს და ტანისამოსს. ეს საქმე ოჯახიდან მოდის. დედაჩემმი, დეიდები და მამიდა ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები. რამდენჯერ მომიპარავს დედასთვის ნაჭრები და საქმე გამიფუჭებია“, - იხსენებს ვერიკო.სკოლის დამთავრების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, მოდელირების ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსზე იყო, როდესაც საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები თბილისში, მაღალი მოდის აკადემია „ბაზელში“ მოეწონათ. ამიტომ უნივერსიტეტის პარალელურად სწავლა აკადემიაშიც დაიწყო.2000 წლამდე ვერიკომ ახალციხეში ბევრ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა მათ შორის პერსონალურიც ჰქონდა.ახლა მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის, უფრო დღესასწაულებზე. „ბაზელის“ აკადემიის დამთავრების შემდეგ კი სხვადასხვა ცნობილ და წარმატებულ დიზაინერთან კონსტრუქტორად მუშობდა, აგებდა თარგებს. თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ატელიე და მოდის სახლი „VERIKO“ გახსნა, სადაც ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის, ასევე აქსესუარების ფართო არჩევანია. ატელიეში მხოლოდ ვერიკო და ერთი მკერავი მუშაობს. ამბობს, რომ ოცნება რომელიც ბავშვობაში ჰქონდა უკვე აიხდინა.„არავინ თქვას რომ ოცნებები არ ხდება. ვმუშაობ ბავშვის და ქალის ხაზით, სამწუხაროდ მამაკაცების ხაზს არ ვქმნი. ბავშვის სამოსში კიდევ უფრო მეტი საშუალება გაქვს, უფრო თამამი ხარ ფერში და დეკორაციებშიც. ამაში უფრო მეტი მრავალფეროვნება და ფანტაზია ვიპოვე. მიყვარს ჩემი საქმე. ღამე ძალიან ხშირად წამომხტარვარ, ამიღია ფურცელი და ფანქარი რომ ჩამენიშნა, ის რაც თავში მომდიოდა, იმიტომ რომ შეიძლება უცებ იდეა დაგეკარგოს“.ვერიკომ წლების მანძილზე ნაცნობები შეიძინა, რომლებიც ტანსაცმელს მასთან იკერავენ. ამბობს, რომ ცნობილი ადამიანებისთვისაც შეუკერავს. ის ახლა თბილისში ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიოს: „ჩემი მიზანი დიდ პოდიუმზე, საქართველოს გარეთ გასვლაა“.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია