შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალი ბორჯომში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2020
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალი ბორჯომში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 15.02.2020 ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დროის ნაკლები დანახარჯით, ქალაქიდან გაუსვლელად, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალი ბორჯომში განთავსდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანა ბორჯომში, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, შვიდ მარტამდე დარჩება.ექსპრესფილიალები კახეთში და იმერეთის რეგიონში უკვე განთავსდა და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მანქანები იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მოქალაქეებს ამ დრომდე ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად სხვა, ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.პროექტის მიზანია საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და რეგიონული კომპონენტის გაძლიერება.ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლებისა და სოციალური კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.ინფორმაცია – შინაგან საქმეთა სამინისტრო.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია