შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ბაკურიანობა 2020 ’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2020
‘ბაკურიანობა 2020 ’ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 15.02.2020 დღეს, 15 თებერვალს „ბაკურიანობა 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართა. სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე ტრადიციულად ყოველ წელს ეწყობა. ღონისძიება 12:00 საათზე ტრანპლინიდან თხილამურებით ხტომით გაიხსნა, სადაც ადგილობრივი სპორტსმენები სამ სხვადსახვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას.ტრანპლინიდან თხილამურებით ხტომაში სასპორტო სკოლის 15-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 20 და 40 მეტრიან ტრანპლინიდან ხტომაში, თითო ასაკობრივ კატეგორიაში სამი საპრიზო ადგილი გამოვლინდა. ჯამში ცხრა გამარჯვებული თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდა. ესმერალდა გობოზოვამ, რომელიც მსოფლიოში არაერთი შეჯიბრის მონაწილეა, დღეს გამართულ 40 მეტრიან ტრანპლინიდან თხილამურებით ხტომაში პირველი ადგილი მოიპოვა.სპორტულმა შეჯიბრებამ ოცდახუთიანებიდან ბაკურიანის პარკში გადაინაცვლა. ყინულის მოედანზე ჰოკეიში ბაკურიანისა და თბილისის გუნდებს შორის შეჯიბრება გაიმართა. გამარჯვება ბაკურიანის გუნდის „მიმინოს“ მოგებით 5:1-ით დასრულდა. „შევხვდით თბილისის გუნდს, ცოტა გაგვირთულდა, წინა წელთან შედარებით უფრო მომზადებულები იყვნენ, მაგრამ მაინც მოვიგეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ“,- ამბობს გამარჯვებული გუნდი „მიმინოს“ წევრი, ლუკა მიქაბერიძე.ასევე, დიდველის სპორტულ ტრასზე free style jumping show შჯიბრება იყო დაგეგმილი, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო და ხვალ დაგეგმილ ღონისძიებებთნ ერთად ჩატარდება.„დღეს გაიმართა სხვადსხვა სპორტული შეჯიბრებები, სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები და დავაჯილდოვეთ. ხვალ დაგეგმილია ბიტლონი, დაახლოებით 12 ასაკობრივი ჯგუფი იქნება, სადაც მონაწილეობას ვეტერანები და ბავშვები მიიღებენ. ორშაბათს დასრულდება ჩვენი სპორტული ღონისძიებები. უამრავ ადამიანს ველოდებით,“- გვითხრა ბორჯომის სასპორტო სკოლის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ. სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020" ადგილობრივებსა და სპორტსმენებს სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.„მინდა მივულოცო „ბაკურიანობა 2020“ ყველა ბაკურიანელსა და დამსვენებელს. ამინდიც ხელს გვიწყობს, დამსვენებელიც ძალიან ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ სეზონის პიკია და დაემთხვა დღესასწაულიც,“ – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.„ბაკურიანობა 2020“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გაიმართა, ხოლო ორგანიზება ბორჯომის სასპორტო სკოლამ გაუწია.სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020“ ხვალ, 16 თებერვალს, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება, სადაც სპორტული შეჯიბრებები, გალაკონცერტი და საპატიო ბაკურიანელების დაჯილდოვება იგეგმება. ღონისძიება საღამოს ფოიერვერკით დასრულდება.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია