შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ბაკურიანობა 2020’ დღე მეორე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 თებერვალი 2020
‘ბაკურიანობა 2020’ დღე მეორე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 16.02.2020 დღეს, 16 თებერვალს, სახალხო დღესასწაული ‘ბაკურიანობა 2020’ სპორტული შეჯიბრებებითა და კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდა. ბაკურიანში ოცდახუთიანების, პარკისა და დიდველის ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობდა.ოცდახუთიანების ტერიტორიაზე გაიმართა თხილამურებით სრიალი, სადაც 70 – მდე სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა. გამოვლინდა პირველი 12, მეორე 12 და მესამე 12 ადგილოსანი, ჯამში 36 გამარჯვებული, რომლებსაც სიგელები და დიპლომები გადაეცათ. თხილამურებით სრიალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი ასევე, ნინოწმინდისა და სომხეთის ქალაქ გიუმრის სპორტსმენებიც.პარკში, ჯოილენდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საბავშვო თამაშები.ასევე, დიდველის სპორტულ ტრასაზე გაიმართა შეჯიბრება თხილამურებით და თოვლის დაფებით free style jumping show, სადაც მონაწილეობას პროფესიონალი სპორტსმენები იღებდნენ.სპორტული ღონისძიებების შემდეგ და გალაკონცერტის დაწყებამდე დაჯილდოვდნენ საპატიო ბაკურიანელები – მოთხილამურე, კობა წაქაძე და ელექტრიკოსი, ვიქტორ ნაგოგა.ამ წუთებში ბაკურიანში გალაკონცერტი მიმდინარეობს, სადაც ქართული ესტრადის მომღერლები იღებენ მონაწილეობას სახალხო დღესასწაული ‘ბაკურიანობა 2020‘ წელს 48-ედ იმართება.[ნუკა სტეფნაძე,ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია