შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 თებერვალი 2020
ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 16.02.2020 ბოთლებში ჩაყრილი მზესუმზირა, სიმინდი, ლობიო, ბრინჯი. მუყაოს ვიოლინო, ჩელო. არაჟნის პლასტმასის კოლოფები დასარტყამ ინსტრუმენტებად. 12 კაციანი კამერული ორკესტრი და პედაგოგი, რომელიც ცდილობს აღსაზრდელებს განსხვავებული მუსიკალური გარემო არაფრისგან შეუქმნას. ვიდეო, რომელიც დადებისთანავე გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ბავშვები მუსიკის გაკვეთილზე ხელნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტებით უკრავენ და მათ მასწავლებელი დირიჟორობს ყაზბეგის რაიონის, სოფელ ყანობის საბავშო ბაგა-ბაღშია გადაღებული. პედაგოგი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურკელის მკვიდრი ნანა ნოზაძეა. ნანა ნოზაძემ ახალციხეში დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი. 2008 წელს ყაზბეგის რაიონის, სოფელ ყანობაში გათხოვდა და ახლა ოთხი შვილის დედაა. მეუღლე მესაზღვრეა, თრუსოს სექტორის უფროსი, ავთანდილ კურკუმული. ნანა ნოზაძე სოფელ ყანობის საჯარო სკოლაშიც ასწავლის მუსიკას და საბავშვო ბაგა–ბაღშიც.„ბაგა–ბაღი ერთი წელია გაიხსნა, ყველაფერი რაც საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის არ გვაქვს, ამიტომ მთელი კოლექტივი ვცდილობთ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ყველაფერი ბავშვებთან ერთად შევქმენით. მათ მოხაზეს ვიოლინოც, ჩელოც. ისინი დაგვეხმარნენ გამოჭრაშიც და ასე გავაცანით ბავშვებს მუსიკალური ინსტრუმენტები“, – გვიყვება ნანა.ბოთლებში, რომლებსაც საჩხაკუნოს დატვირთვა აქვს სხვადასხვა მარცვლეულია ჩაყრილი. „ზოგში სიმინდია, ზოგში ლობიო, ბრინჯი, მზესუმზირა, რადგან ყველა ამ მარცვლეულს სხვანაირი ხმა აქვს, რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ კომპოზიციას რომელ ხმაც უხდება იმას ვიყენებთ“, – საუბრობს ნანა. საბავშო ბაგა–ბაღში 12 ბავშვი დადის. ნანას უმცროსი ვაჟი მალე ორი წლის გახდება და მეცამეტე აღსაზრდელიც დაემატება ყანობის ბაგა–ბაღს. ვიდეო, სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ლალი ფიცხელაურის მიერაა გადაღებული. მან ვიდეო ბაღის ფეისბუქგვერდზე ატვირთა. [გულო კოხოძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია