შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2020
როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.02.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესწილად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ტემპერატურაც. დღეს, 17 თებერვალს ახალციხეში ღამით –13, –15 გრადუსი დაფიქსირდება, ბორჯომში –7,–9. ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კი –11,–13 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.ხვალ, 18 თებერვალს დღის განმავლობაში ახალციხესა და ბორჯომში +7,+9 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში +3,+5 გრადუსი დაფიქსირდება. ადიგენსა და ასპინძაში კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.18 თებერვალს ღამით ახალციხეში –13 გრადუსია ნავარაუდევი. ბორჯომში –7 გრადუსი. ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდში კი –9, –11 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.19 თებერვალს ბორჯომში ღამით –5 გრადუსი იქნება, დღისით კი +8, +10. ღამით ახალციხეში –10 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი, ხოლო დღისით ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება.20 და 21 თებერვალს სამცხე–ჯავახეთში მცირე თოვლია მოსალოდნელი. 20 თებერვალს ტემპერატურა დღისით დაიკლებს ახალციხესა და ბორჯომში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით –7 გრადუსი. 21–ში კი ახალციხესა და ბორჯომში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.22 და 23 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ახალციხესა და ბორჯომში –5, –7 გრადუსი იქნება. იგივე ტემპერატურა ფიქსირდება ადიგენსა და ასპინძაშიც. ხოლო ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ღამით – 7, –9 გრადუსი. 24 თებერვალს რეგიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვლია მოსალოდნელი. [ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია