შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს მთავარი → სიახლე, სამართალი 14.02.2020 ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკინგზე შელაპარაკებისას დაკავებული მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. „ურთიერთშეთანხმება მოხდა და ჯარიმა არ დაუკისრებიათ. ჩემი ქმარი მართალი რომ არ ყოფილიყო, თვალს არავინ დახუჭავდა“,- ამბობს დაკავებულის მეუღლე.დღეს, 14 თებერვალს შსს–ს თანამშრომელს საკუთარი მანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკინგზე ჰყავდა დაყენებული, მის გვარდით კი მოქალაქემ მანქანა ისე გააჩერა, რომ სამართალდამცავი მანქანიდან გადმოსვლას ვეღარ ახერხებდა. სიტყვიერი დაპირიპირების შემდეგ მოქალაქე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია