შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავარია ახალციხეში - დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 თებერვალი 2020
ავარია ახალციხეში - დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია მთავარი → სიახლე, შემთხვევა 16.02.2020 დღეს, 16 თებერვალს, ახალციხეში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია. ავარიით დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია, მათ შორის ყველაზე მძიმედ რვა წლის გოგონაა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.„ჩვენთან 7–8 კაცი კი შემოიყვანეს, მაგრამ აქედან ერთ ბავშვს ჰქონდა სერიოზული დაზიანება ქალა-ტვინის ტრავმით, იგი თბილისში გავუშვით. სხვებს კი მცირე დაზიანებები ჰქონდათ. რვა წლის გოგონა ყველაზე მძიმედ დაშავდა“,- გვითხრეს კლინიკა „იმედში“.შსს-მ გამოძება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია