შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ავარიისას დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2020
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 17.02.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებულ მცირეწლოვანს თბილისში, იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გუშინ, 16 თებერვალს ახალციხეში ავარიისას სამი მცირეწლოვანი დაშავდა, აქედან თბილისში ერთი, რვა წლის გოგონა გადაიყვანეს, რომელის მდგომარეობაც მძიმეა. "მრავლობითი მოტეხილობა აქვს. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმულ რეჟიმში, ველოდებით შესაბამის პასუხებს. პაციენტს გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ახლა იმყოფება ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.დანარჩენი დაშავებულები, მათ შორის ორი არასრულწლოვანი კლინიკა „იმედიდან“ გუშინვე გაწერეს.ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში გუშინ, 16 თებერვალს მოხდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია