შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020
‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.04.2020 საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიას სახლიდან, ტელევიზორის მეშვეობით მიადევნებს თვალყურს და ამავეს მოუწოდებს მრევლსაც. "მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე", — თქვა გიორგი გახარიამ.მისივე თქმით, მთავრობა და ეკლესია იპოვის ისეთ გამოსავალს, რომლითაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.„მერწმუნეთ ჩვენ ეკელსიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსვალს, როგორიც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ისტორიას შეესაბამება და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება,“– აღნიშნა გახარიამ.გუშინ, სამ აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ოთხი აპრილიდან ლოცვები დაიწყება 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტება 20:00 საათზე."აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – დაწერა სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ.წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს."სამხრეთის კარიბჭე" დაინტერესდა, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია რეგიონში და ვის ექნება შესაძლებლობა ღვთისმსახურებაზე დასწრების, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კი განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმატში ჩატარდება ღვთისმსახურება სააღდგომო დღესასწაულებზე. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, ნაადრევად ნუ გააკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია