შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020
5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 04.04.2020 ხვალ, ხუთ აპრილს ახალქალაქის ბაზარი, სადაც ცოცხალ პირუტყვს ყიდიან, არ იმუშავებს. ბაზრის ხელმძღვანელობა ახალქალაქის მერიის თანამშრომლებმა წინასწარ გააფრთხილეს. ინფორმაციას სააგენტო jnews.ge ავრცელებს, გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია როდის ამოქმედდება ბაზარი.კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ დაირღვეს, ახალქალაქის საქონლის ბაზრობა, რომელიც ყოველ კვირა დღეს, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება, ხვალ არ გაიხსნება. ბაზრის ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, რომ საქონელი გასაყიდად არ მიიყვანონ.დღეს და ხვალ ბაზარი დაიკეტა ახალციხეშიც, ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.[sknew.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია