შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2020
გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.04.2020 სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ახალციხის ბაზარში, არ იქნება დაცული საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შემოღებული რეკომენდაციები, სავაჭრო ობიექტი ფუნქიონირებას ვერ განაგრძობს. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათ–კვირას სანიტარული მიზნებისთვის დახურულიყო ბაზარი. წინასწარ ვაცნობეთ მოვაჭრეებს და ბაზრის ადმინისტრაციას. ორი დღის განმავლობაში იქნება დასუფთავების აქციები, დეცინფექცია ჩაუტარდება მთლიანად ბაზარს, სავაჭრო სივრცეებს. თუ ჩვენ გვექნება გარანტია, რომ დავიცვავთ ყველა რეკომენდაციას, დავიცვავთ დისტანციას, ამის შემდეგ ბაზარი აღდგება და იფუნქციონიერებს, რამეთუ ძალიან მნიშნელოვანია თოთოეული მოვაჭრე, მნიშვნელოვანია ასევე რომ ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს პროდუქციის შეძენის საშუალება, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ ვერ სრულდება ეს რეკომენდაციები, ვერ ვიცავთ დისტანციას, ბაზარი არ გაიხსნება“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.რაც შეეხება რეგიონის სურსათით მომარაგების საკითხს, ამირანაშვილის განმარტებით, ამ მხრივ სამცხე–ჯავახეთში პრობლემა არ არის, სავაჭრო ობიექტებთან რიგებს კი მოხალისეთა ჯგუფები არეგულირებენ."ყველა სავაჭრო ობიექტი, ყველა სურსათის მაღაზია ჩვენს რეგიონში ფუნქციონირებს და გახსნილია. რეგულირდება რიგები. რიგები არის გარეთ, ამას არეგულირებს ჩვენს რეგიონში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავს ასეთი ჯგუფები".ახალციხის ბაზარი დღეს დაიკეტა, ორი დღის განმავლობაში აქ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.გასულ კვირას, 30 მარტს, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, აქ ხალხმრავლობა იყო.საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და ხალხით სავსე ბაზარი ახალციხეში [ფოტო]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია