შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2020
4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.04.2020 სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის ფაქტები შემცირდა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღების პირველ დღეებში უფრო მეტი პირი დაჯარიმდა. ფოტო: სამცხე–ჯავახეთის მხარე, საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან"ჩვენოთხ დღეში, დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს რეგიონში, პირველ დღეებში უფრო მეტი დაჯარიმების ფაქტები იყო, მაგრამ გუშინ და გუშინწინ შემცირდა. დარწმუნებული ვარ დღეს უფრო ნაკლები იქნება კომენდანტის საათის დროს. მოსახლეობა ინფორმირებულია და უფრო მეტად გაიგეს, რომ არ შეიძლება გარეთ გამოსვლა და ამასაც გაგებით ეკიდებიან. იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანის ინტერესში შედის, დავიცვათ სოციალური დისტანცირება. როგორც არაერთხელ აღინიშნა ეს არის ერთადერთი იარაღი, ამ ვირუსთან ბრძოლის", – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.გასული დღე–ღამის განმავლობაში შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა. ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 72 მოქალაქე.31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.ამოქმედდა ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ. ცხრა ქალაქის, მათ შორის ახალციხის შესასვლელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგი უტარდებათ.▶იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია;▶იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;▶ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.ყველაფერი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია