შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2020
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.04.2020 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ბზის მოჭრის შემთხვევაში პირი 500-დან 1 000 ლარამდე დაჯარიმდება, თუ გარემოსთვის მიყენებული ზარალი 1 000 ლარს გადააჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკრძალულია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ტყეში ბზის მოპოვებისაგან. თითოეულ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები” - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმამისი თქმით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია