შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2020
სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.04.2020 ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ახალციხის სომხურმა სამოცუქულო ეკლესიამ, ბზობის წირვა მრევლის გარეშე ჩაატარა. „წახკაზარდი“ იგივე ბზობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ზეიმობენ აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღის აღსანიშნავად.„წაღკაზარდის“ დღეს, სომხურ ეკლესიებს ტირიფის ტოტებით აფორმებენ. დილით წირვა ტარდება, რის შემდეგაც სასულიერო პირები ბზის ტოტებს აკურთხებენ და მორწმუნეებს ურიგებენ.ბზის ტოტებს მორწმუნეები ოჯახში მომავალ დღესასწაულამდე ინახავენ, მათი რწმენით, ნაკურთხ ტოტებს სიკეთე, სიმრავლე და ნაყოფიერება მოაქვს.ბზობის დღესასწაულის შემდეგ, ორშაბათიდან აღდგომამდე პერიოდს „უფროს“ კვირას უწოდებენ.სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები ამბობენ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბზობიდან აღდგომის დღესასწაულამდე, სამცხე–ჯავახეთის მაშტაბით, ყველა საეკლესიო დღესასწაული და ცერემონია დახურულ კარს მიღმა,მრევლის გარეშე ჩატარდება. [რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია