შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020
სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.04.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ერთი კვირის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის უმეტეს რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. 6 და 7 აპრილს მოსალოდნელია მცირე წვიმა.ჰაერის ტემპერატურა ახალციხესა, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსი. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +5, +7 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა, ხოლო ღამით ტემპერატურა –1, –3 გრადუსი იქნება.8 და 9 აპრილს მთელს რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით +14, + 16 გრადუსი, ხოლო ღამით ტემპერატურა მოიმატებს +3, +5 გრადუსამდე.რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, ღამით ტემპერატურა შენარჩუნდება, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ღამით მოსალოდნელია –1, –3 გრადუსი, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.10 აპრილიდან მთელს რეგიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ბარში წვიმა, ხოლო მაღალმთაში თოვლჭყაპი. ახლაციხესა, ბორჯომში და ასპინძაში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსი იქნება, ტემპერატურა დაიკლებს ღამით ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში და 0–დან +2 გრადუსი იქნება, ასევე დაიკლებს დღისით ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე.11 და 12 აპრილს მთელს რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. [ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია