შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘იწყება საწარმოების ინტენსიური შემოწმების პროცესი’ - თურნავა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020
‘იწყება საწარმოების ინტენსიური შემოწმების პროცესი’ - თურნავა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 06.04.2020 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოები შემოწმდება, ასრულებენ თუ არა ისინი სამედიცინო სექტორის რეკომენდაციებს და რამდენად იცავენ დასაქმებულების უსაფრთხოებას. ნათია თურნავას განმარტებით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება.„დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით ყველანი დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, - განაცხადა თურნავამ.მისივე განცხადებით, პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმება, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება.„დრო სჭირდება კომპანიებს და ბიზნესს, რომ სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად, ამიტომ კარგად მოემზადეთ და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება. ვიწყებთ დღეიდან, პერიოდულად გავაშუქებთ კიდეც, თუ რომელი საწარმო როგორ ასრულებს წესებს“, - აცხადებს მინისტრი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია