შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორია ფრენის განრიგი უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020
როგორია ფრენის განრიგი უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.04.2020 საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დაგეგმილ სპეცრეისებს, კიდევ ორი მიმართულება დაემატა. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. დაგეგმილი ფრენების განრიგი ასეთია: 7 აპრილს ; ათენი – თბილისი10 აპრილს; ლარნაკა – თბილისი12 აპრილს ; ბერლინი –თბილისი14 აპრილს; ამსტერდამი –თბილისი16 აპრილს; პარიზი–თბილისი18 აპრილს; თელავივი – თბილისი21 აპრილს; რომი – თბილისი24 აპრილს; ბარსელონა – თბილისი27 აპრილს; ვარშავა - თბილისი ფრენებს ავიაკომპანია „Georgian Airways“ განახორციელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იქნება დაგეგმილ ფრენამდე ორი დღით ადრე. „ფრენები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ამ მიმართულებებიდან ჩვენ ეტაპობრივად დავაბრუნებთ მოქალაქეებს. დღეისათვის უკვე 5 000 –მდე მოქალაქე არის დაბრუნებული სამშობლოში და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც არსებული წესების და პრაქტიკის შესაბამისად“, – განაცხადა ზალკალიანმა.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ასევე, საქართველოში დაბრუნებულმა ყველა მგზავრმა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია