შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება ‘ – იმნაძე მრევლს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020
‘ ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება ‘ – იმნაძე მრევლს მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 06.04.2020 დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სოციალურ დისტანციაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. როგორც, იმნაძე აცხადებს მრევლის სახლში დარჩენით ისინი ამით ეკლესიას და მღვდელმთავრებს გაუფრთხილდებიან.„მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს და მე მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, ჩვენი მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით დავიცვათ, არამარტო ამ ვისრუსისაგან არმედ სხვა ვირუსებისაგანაც დავიცვათ ჩვენი ეკლესია. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება იქ იქნებიან მამები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ კი სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები რომლებსაც იძლევიან მათი არ გათვალისწინება სახეზე არის დღეს, ხოლო დღეს მიცემული რეკომენდაციების არ დაცვით ეს ყველაფერი აისახება მომდევნო ორ კვირაზე. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია