შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილი დისტანციურად კვლავ ხელმისაწვდომი გახდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020
დღეიდან, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილი დისტანციურად კვლავ ხელმისაწვდომი გახდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 06.04.2020 იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილმა მომსახურება დღეს, 6 აპრილს განაახლა, ნაწილი კი ელექტრონულ მომსახურებას კვირის ბოლომდე დაიწყებს. „დღეს დილიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობა ელექტრონული დისტანციური წესით განაახლა. ერთადერთი რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, როგორც საქმიანობას, ეს გახლავთ პირველ რიგში გამოსახლებები, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახში და საცხოვრის ადგილას მისვლასთან, სხვა დანარჩენი აღსრულების ბიუროს სერვისები უკვე დილიდან მუშაობენ,“ – ამბობს თეა წულუკიანი.როგორც, მინისტრი აღნიშნავს ინფორმაციის მიღებას მოსახლეობა ცხელი ხაზის მეშვეობით შეძლებს, მისივე თქმით თუ დოკუმენტის ჩაბარება გახდება საჭირო ამისათვის შეიქმნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქე თანამშრომელთან კონტაქტის გარეშე შეძლებს დოკუმენტის დატოვებას."აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგიძლიათ გამარტივებული წესით მიმართოთ ელექტრონული ფოსტით ან facebook-ით. ინფორმაციის მიღება კი ცხელ ხაზზე იქნება შესაძლებელი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით, ხოლო თუ დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შეიქმნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დოკუმენტებს ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტების გარეშე დატოვებენ,“ – განაცხადა წულუკიანმა. ასევე, წულუკიანმა განაცხადა, რომ დღეს დილიდან მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას მიიღებს, გარდა თბილისის სამი ლოკაციისა ასევე, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის თითო–თითო ლოკაციაზეც.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია