შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

22 მაისიდან საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
22 მაისიდან საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღეს, 21 მაისს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს. ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია