შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი ხვალ, 22 მაისს დასრულდება. "ჩვენი ვალდებულებაა ნელ–ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ დაზუსტებით დღეს ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ–ნელა ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით, ყოველდღიური ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს, საგანგებო მდგომაროება და კომენდანტის საათი.ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც მსოფლიოში დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არის ინტერესი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პრემიერის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ეს განმარტებები გააკეთოს პარლამენტის ტრიბუნიდან.პრემიერ-მინისტრის თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდ, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია