შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადავადდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადავადდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობამ საბანკო სექტორთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ სამი თვით ავტომატურად გადაუვადდეთ საბანკო სესხები იმ მოქალაქეებს, ვინც ანტიკრიზისული გეგმით კომპენსაციის მიმღებთა სიაშია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სესხების გადავადება მოხდება იმ მოქლაქეებისთვისაც, რომლებსაც შემოსავალი შეუმცირდათ და თავისი ნებით მიმართავენ ბანკს. „ყველა იმ მოქალაქეს რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო ეხმარება ანტიკრიზისული გეგმით, შემდეგი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, გარდა ამისა ყველა იმ მოქალაქეს რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გახარიამ.[რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია