შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.05.2020 პლაქვენილი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებდნენ, ჯანმოს მითითების შესაბამისად, პროტოკოლიდან ამოიღეს - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. სოლოღაშვილის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიკამენტ პლაქვენილს ისედაც არ გამოიყენებდნენ, რადგან პაციენტრების მდგომარეობა მძიმე არ იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიიცის მითითების შესაბამისად კი, იგი პროტოკოლიდან ამოღებულია და ამ მედიკამენტით მკურნალობა აღარ მიმდინარეობს: „აღარ ვიყენებთ უკვე პლაქვენილს, ისედაც მას ვიყენებდით ექიმის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურად განიხილებოდა თითოეული პაციენტის მდგომარეობა. ბოლო პერიოდში, პაციენტების მდგომარეობა იმდენად მსუბუქი იყო, რომ არც მოითხოვდა საჭიროებას და არც გამოგვიყენებია პლაქვენილი. ჯანმოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და მთავარია, ვეყრდნობით მის გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ ჩვენი კლინიკის რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ მიიღო გადაწყვეტილებები“.კითხვაზე, იწვევდა თუ არა მედიკამენტის გამოყენება გართულებებს პაციენტებში, სოლოღაშვილი განმარტავს: „ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერიოდში პერსპექტივაში, არც გულს-სისხლძარღვთა სისტემის კუთხით არ დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შერჩევითად შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება პლაქვენილიან პაციენტებში, თუმცა ცოტაა ეს სტატისტიკისთვის, დასკვნა რომ გავაკეთოთ, ამიტომ საბოლოო მოცემულობას, შეისწავლის ჩვენი სამეცნიერო კლინიკური გუნდი და დადებს დასკვნას“.ამ ეტაპზე, ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ პალატაში 39 პაციენტი მკურნალობს, მათგან 32 კოვიდინფიცირებულია, ერთი - გამოჯანმრთელებული, ახალი პაციენტი არ ჰყავთ.არსებული თანმხლები დაავადებების გამო, შედარებით საყურადღებოა ორი პაციენტის მდგომარეობა - „4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას და ველოდებით 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას“. [თაკო ფეიქირშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია