შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.05.2020 პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე მაღაზიები, რესტორნები და ბაზრობები გაიხსნება - შეზღუდვების მოხსნის შესახებ დღეს, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. „ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები“, - განმარტა პრემიერმა.ერთი კვირის შემდეგ, რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება და მუშობას დაიწყებენ სასტუმროებიც. „8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, რაც ნიშნავს, რომ მათ სრულად შეეძლებათ იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ მათი კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც“.პრემიერის განცხადებით, საზოაგდოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე, სავადებულოა პირბადის ტარება. [თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია