შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.05.2020 პემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კონკრეტული მუნიციპალიტეტის შიგნით გადაადგილება 29 მაისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო, ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში, საქალაქთაშორისო მგზავრობის აღდგენა 8 ივნისიდან დაიწყება. „რვა ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა და [აღდგება] საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე განმარტებით, ერთი კვირით ადრე დაიწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 29 მაისიდან მგზავრებს შეეძლებათ ერთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნის საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით კი ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი მცირეა.„აჩქარების საშუალებას გვაძლევს გარდა ჩამოთვლილი გარემოებებისა, რომ კონტროლს ექვემდებარება ინფექციის გავრცელება, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე,“ - აღნიშნა პრემიერმა.საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქთშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 23 მარტიდან შეჩერდა.ქვეყანაში COVID-19–ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 27 მაისის მონაცემებით, 735 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია