შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.05.2020 “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 3 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქალქეებს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დაეკისრათ, რთული გადასახდელი იქნება, ამის გამო, შეიქმნა ერთგვარი „ჩიხური“ მდგომარეობა, თუმცა ამ ჯარიმების ჩამოწერა შესაძლოა „დამღუპველი“ იყოს. მდინარაძე მიიჩნევს, რომ 3 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება პრევენციული თვალსაზრისით კარგად იმუშავა, თუმცა „ჩიხური“ მდგომარება შექმნა მისი გადახდის საკითხმა: „ჩვენ გვაქვს პრობლემა ორი მიმართულებით, ერთი რომ ძალიან გაუჭირდებათ [გადახდა]. მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო მეორე ტალღას ელოდება, თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ პირობითად 100 ან 10 ათასი ლარი იყოს, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს“, - ამბობს მდინარაძე. მისივე თქმით, ამ საკითზე დღეს, 27 მაისს უმრავლესობის წევრები იმსჯელებენ. ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა შერჩევითი დაჯარიმება, მდინარაძემ უპასუხა: „ამას ხომ მოგონება სჭირდება, რომ ილაპარაკო შერჩევითი იყო 3 000 ლარიანი ჯარიმაო. შეიძლება ილაპარაკო, რომ გადახდა გაუჭირდება ადამიანს და ბუნებრივია, მაგრამ შერჩევითობა როგორ შეიძლება მოხდეს“.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია