შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ – გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ – გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო] მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 27.05.2020 დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, კითხვა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით დაუსვა. “ქართული ოცნების” დეპუტატს აინტერესებს, რა პასუხს გასცემს მთავრობის მეთაური ახალციხის მოსახლეობას და როდის დადგება „მექრთამე, კორუმპირებული მერების პასუხისმგებლობის საკითხი". „რას ეტყვით ახალციხის მოსახლეობას, რომელიც გაყვლიფა პირდაპირი მნიშვნელობით მისმა მერმა, ზაზა მელიქიძემ. რომლის ოჯახის წევრები პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ ტენდერებს ახალციხეში და როდის დადგება აი ამ ადამიანების პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში. მექრთამე კორუმპირებული მერების, ჩინოვნიკების თუ სხვადასხვა ადამიანების?’ – ჰკითხა ლევან გოგიჩაიშვილმა მთავრობის მეთაურს.საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ახლა პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული, მთავრობის მეთაური დეპუტატებს რიგის მიხედვით უპასუხებს."საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ზაზა მელიქიძის ძმის, თამაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანიამ, შპს „ნუკიამ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან ცხრა მოიგო, რისთვისაც ჯამში 246 920 ლარი დაერიცხა. „ნუკიამ” მანამდეც მიიღო მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ტენდერში, ვიდრე ზაზა მელიქიძე არჩევნებს მოიგებდა, და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა 3 700 ლარით.ახალციხის მუნიციპალიტეტის გარდა, „ნუკიას” მთავარი შემსყიდველები ასპინძის მერია და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლები არიან. 2011 წლიდან დღემდე კომპანიამ სულ 37 ტენდერი მოიგო, რისთვისაც ჯამში 1 045 922 ლარი მიიღო.ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მისი მეორე ძმის თენგიზ მელიქიძის მეუღლე, ნანა მაისურაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ-ების ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით უკონკურენტოდ იგებს და აღნიშნულ ორგანიზაციებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს.მელიქიძის არჩევამდე, ნანა მაისურაძეს მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში არ მიუღია. 2014 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ააიპ „სათნოების სახლის” 11 ტენდერიდან 8-ში გაიმარჯვა, მათ შორის 6-ში (NAT180020155; NAT180003683; SPA160030025; SPA140030025; SPA140029750; NAT190025475;) ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ჯამში 318 408 ლარი დაერიცხა.ნანა მაისურაძემ მხოლოდ ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო: ერთი - 252 ლარზე „სათნოების სახლმა” გააფორმა მასთან, მეორე კი - 130 ლარზე ზაზა მელიქიძემ რძალს პირადად გაუფორმა. ნანა მაისურაძეს ამ თანხით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილებისა და მზრუნველობამოკლებული პირებისთვის ნამცხვრები უნდა შეეძინა.ჯამში, მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მის რძალს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მისი ააიპ-ების 10 სახელმწიფო შესყიდვიდან 318 790 ლარი დაერიცხა.ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია