შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 27.05.2020 გიორგი გახარიამ ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილის დასმულ კითხვას უპასუხა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ამის გასარკვევად, დეპუტატმა "თუ მართლა კატასტროფა არ ხდება", ანტიკორუფციულ სამსახურს უნდა მიმართოს. „ამ ქვეყანაში არსებობს ანტიკორუფციული სამსახური. შესაბამისი პროკურატურა. ადამიანმა ის შრომა მაინც ხო უნდა გაწიოს, რომ სადღაც მივიდეს განცხადება დაწეროს და ჩვენება მისცეს. ხომ არ შეიძლება ყველაფრის სხვისგან მოლოდინი იყოს. თუ მართლა კატასტროფა არ ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.პრემიერ–მინისტრის განცხადებით, იგი დაინტერესდება და გაარკვევს რა ხდება ახალციხეში."თუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ახალციხეში, შესაბამისად ადამიანები უნდა მივიდნენ შესაბამის ორგანოებში. დამოუკიდებელი პროკურატურაა აბსოლუტურად. არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები. ერთ ორ ნაბიჯს რომ გადადგამენ, ნებას იბოძებენ და რაღაცას გააკეთებენ და რომ არაფერი არ გამოვა, მერე რომ მოვლენ, უფრო ლეგიტიმური იქნება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.დღეს, 27 მაისს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, კითხვა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით დაუსვა. “ქართული ოცნების” დეპუტატს აინტერესებდა, რა პასუხს გასცემდა მთავრობის მეთაური ახალციხის მოსახლეობას, რომელიც ზაზა მელიქიძემ "გაყვლიფა".ახალციხის მერის და მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორი კვლევა გამოაქვეყნა. თავდაპირველად საქმე ეხებოდა მერის კუთვნილი კომპანიების მიერ ტენდერების მოგებას, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. გამჭვირვალობის შემდეგ კვლევაში საუბარი იყო ახალციხის მერის ძმისა და რძლის კომპანიებზე, როლებიც სხვადასხვა საბიუჯეტო უწყების ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ზაზა მელიქიძე ახალციხის მერი გახდა. ორგანიზაციის ცნობით ჯამში ზაზა მელიქიძისა და მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ამ გზით მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. უკანასკნელი კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მელიქიძის ძმისა და რძლის კომპანიების მოგებული ტენდერების საკითხის შესწავლაც დაიწყო. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია