შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წელს იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
2020 წელს იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.05.2020 საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. „ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. არის მათთვის, ვინც უკვე ამ პროცესში შესულია, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი. მათთვის, ვინც უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, მთავრობა დაეხმარება სამშენებლო სექტორს, რადგან ყველაზე მეტად პანდემიის დროს, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები დაზარალდნენ.„მოხდება სამშენებლოს სექტორის მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ. დღემდეა ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დარჩენილი მშენებლობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.გარდა ამისა, გიორგი გახარიას განცხადებით, 150 მილიონი ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით დაკმაყოფილებისთვისაც გამოიყოფა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია