შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის კლინიკაში ერთ თვეში მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი 72 ადამიანი შეიყვანეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020
ახალციხის კლინიკაში ერთ თვეში მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი 72 ადამიანი შეიყვანეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.05.2020 ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიუსაფარი ცხოველების მიერ დაკბენილი ადამიანების მიმართიანობა გაიზარდა, მაისში ძაღლებმა 72 ადამიანი დაკბინეს, აქედან 18 პაციენტი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ამ დრომდე იტარებს. ძაღლის მიერ დაკბენილი ყველაზე მეტი პაციენტი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ, 26 მაისს შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, ცხრა ბავშვიდან შვიდი ერთი და იგივე ცხოველმა დაკბინა.დაშავებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ძაღლი აგრესიული ლეკვების გაჩენის შემდეგ გახდა.„გუშინ ვუყურებდი აივნიდან, ბავშვები თავისთვის თამაშობდნენ. არ ვიცი რაზე გაბრაზდა ეს ძაღლი, ალბათ ლეკვები რომ ჰყავს მაგიტომ. ისეთი ბავშვები დაკბინა, რომლებიც საერთოდ არ მიკარებიან“,- ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები.ადგილობრივები ამბობენ, რომ იგივე ძაღლმა 20 მაისს კიდევ ერთი ბავშვი დაკბინა.ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ მიმდინარე თვეში ძაღლის ნაკბენით 72 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 18 ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ჯერ კიდევ იკეთებს.„გუშინ ცხრა ბავშვი გვყავდა ნაკბენით. მათგან შვიდი ერთმა ძაღლმა დაკბინა. თუ ცხოველი ცოფიანი არაა პაციენტს სამი ნემსი უკეთდება, ხოლო თუ ცოფიანია ხუთი“, – განმარტა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო მენეჯერმა, ბესო ბურჯანიანმა.მისი თქმით, პაციენტის აცრა მაშინაც სავალდებულოა, თუ ის „დაბირკულმა ცხოველმა დაკბინა. შეიძლება თვითონ ცოფიანი არ იყოს, მაგრამ ცოფის გამომწვევი რაღაცები ბრჭყალებსა და კბილებში ჰქონდეს“.26 მაისს ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე ძაღლმა ცხრა ბავშვი დაკბინა, არასრულწლოვნებს დაზიანებები კიდურებსა და წელის არეში აქვთ.ახალციხის მერიის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველი შესაბამისმა სამსახურმა, დაკვირვების მიზნით დახურულ სივრცეში გადაიყვანა.[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია